აუზის აშენება

აუზის რემონტი

დროის განმავლობაში, თუნდაც ყველაზე ხარისხიანად აშენებულ აუზებსაც ესაჭიროებათ რემონტი. მზის სხივები, ტემპერატურის ცვლილება, ქიმიური პრეპარატები და მექანიკური დაზიანებები ხშირად იწვევს როგორც ესთეტიკურ, ისე ტექნიკურ პრობლემებს — იქნება ეს მოპირკეთების გაკრახვა, PVC ლაინერის დაზიანება, წყლის გაჟონვა, ფილტრაციის სისტემის გაუმართაობა ან ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლა.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრული სპექტრის აუზის რემონტს:

  • კედლებისა და ფსკერის აღდგენა და გამაგრება

  • მოპირკეთების გამოცვლა ან გადახლა (კერამოგრანიტი, მოზაიკა, PVC ლაინერი)

  • წყლის გაჟონვის აღმოჩენა და შეკეთება თანამედროვე ტექნოლოგიებით

  • ფილტრაციის, ტუმბოს და გათბობის სისტემების შეცვლა ან განახლება

  • განათებისა და ავტომატიზაციის სისტემების დამონტაჟება

  • დიზაინის მოდერნიზაცია და ვიზუალური განახლება

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ, ხანგრძლივად გამძლე მასალებს და ვმუშაობთ გამოცდილი სპეციალისტებით, რაც გარანტიას იძლევა, რომ თქვენი აუზი არამხოლოდ აღდგება, არამედ გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რემონტის შემდეგ თქვენ მიიღებთ ესთეტიკურად მიმზიდველ, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულ აუზს, რომელიც დიდხანს გაგაძლებინებთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

დაგვიკავშირედი

ხშირად დასმული კითხვები

საშუალოდ, სტანდარტული ზომის აუზის აშენებას სჭირდება 2–6 კვირა. უფრო დიდი ან რთული დიზაინის პროექტები შეიძლება გაგრძელდეს 8–10 კვირამდე, რადგან გათვალისწინებულია მიწის სამუშაოები, კონსტრუქცია და ტექნიკური სისტემების მონტაჟი.

აუზის წარმატებული პროექტირება იწყება სწორი ადგილისა და ზომების შერჩევით. ასევე გათვალისწინებულია მზე-ჩრდილის მდებარეობა, წყლის მიწოდება, დრენაჟი და უსაფრთხოების სტანდარტები.

აქტიურ სეზონზე რეკომენდებულია კვირაში ერთხელ სრული მოვლა, რაც მოიცავს წყლის ქიმიური ბალანსის შემოწმებას, ფილტრაციის გაწმენდას და ზედაპირის წმენდას. ნაკლებად გამოყენების შემთხვევაში 2–3 კვირაში ერთხელ საკმარისია.

კერამოგრანიტი გამძლეა და დიდხანს ინარჩუნებს ესთეტიკას, ხოლო PVC ლაინერი უფრო სწრაფად მონტაჟდება და შედარებით ბიუჯეტურია. არჩევანი დამოკიდებულია ბიუჯეტზე და სასურველ ვიზუალზე.